1732563617
"ერთი წელია ერთად ვართ... ჯერ მხოლოდ ეს ფოტოები იკმარეთ" - გიორგი ნაზღაიძე რჩეულს გვაცნობს
გიორგი ნაზღაიძემ აღიარა, რომ შეყვარებულია; ტელესახე კონკრეტიკისგან თავს ჯერჯერობით იკავებს, თუმცა "გვაიმედებს", რომ მალე მის რჩეულს უკეთ გაგვაცნობს;
"პრაიმტაიმის" მკითხველს კი საყვარელ ქალზე მწირ ინფორმაციას აწვდის;
გიორგი ნაზღაიძე: - თუ ვინ მიყვარს გამოჩნდება მაშინ, როდესაც ის გადაწყვეტს;
ეს ის ჭეშმარიტი სიყვარულია, რომელსაც 38 წლის განმავლობაში ვეძებდი; აქამდე რომ მეგონა, შეყვარებული ვიყავი, სულაც არა; აი, ეს გრძნობა ყოფილა ცხოვრების მთავარი აზრი;
ერთი წელია ჩვენ ერთად ვართ, თუმცა ეს პერიოდი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ერთმანეთის სიყვარულში დავრწმუნებულიყავით;
მალე ეს სიყვარული სულ სხვა ფაზაში გადავა; ამასაც ცოტა ხანში გაიგებთ;
ექსკლუზიურად ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი რჩეული შოუბიზნესის სფეროდან არ არის, თუმცა ამ წრეში ტრიალებს; მას თავისი ბიზნესი აქვს;
ჯერ მხოლოდ ეს ფოტოები იკმარეთ;
ასევე დაგაინტერესებთ:
"13 დაუვიწყარი დღე გავატარე" - ვისთან ერთად მოიარა იტალია გიორგი ნაზღაიძემ
ჭორი თუ სიმართლე - გიორგი ნაზღაიძე "პრაიმ ჰაუსს" აღარ წაიყვანს?!
"სასწაული საჩუქრები მივიღე" - გიორგი ნაზღაიძე საჩუქრებს ასახელებს