"13 დაუვიწყარი დღე გავატარე" - ვისთან ერთად მოიარა იტალია გიორგი ნაზღაიძემ

nazgaidze

გიორგი ნაზღაიძემ საოცნებო ქვეყანა მოინახულა; იტალიის ქალაქებით დატკბა და წამოღებულმა შთაბეჭდილებებმა ისევ უკან დაბრუნების სურვილი გაუჩინა;

"პრაიმტაიმის" მკითხველს ემოციებს უზიარებს და ნახევრად ხუმრობს, ჩემი გულის მოგება იტალიის საგზურით შეგიძლიათო;

გიორგი ნაზღაიძე: იტალია ნამდვილად ისეთი ქვეყანა აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა, საკრალური; დიდი ხნის სურვილი მქონდა, ეს ქვეყანა მენახა; რატომღაც მეგონა, რომ დაუვიწყარი იქნებოდა ჩემი მოგზაურობა და ასეც აღმოჩნდა; სასწაული ვოიაჟი მქონდა, იქ 13 დაუვიწყარი დღე გავატარე; ვნახე რომი, ვენეცია, ნეაპოლი, პოზიტანო, ამალფი, სალერნო;

ვიყავი მეგობრებთან ერთად, მათგან ფართო საზოგადოება არავის იცნობს; ჩვენთვის გავერთეთ, ვიგრიალეთ;

ჩემი საყვარელი ქვეყანა გახდა; ისევ იქ მინდა; თუ ვინმეს ჩემი გულის მოგება სურს და უნდა პატივი მცეს, იტალიის საგზური უნდა მაჩუქოს;

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

ჭორი თუ სიმართლე - გიორგი ნაზღაიძე "პრაიმ ჰაუსს" აღარ წაიყვანს?!

ნინო ბაშარული სამარშრუტო ტაქსიდან სიმღერისთვის ჩაიყვანეს - "რაც თავად სურთ, იმას გაკეთებინებენ"

„დედა ცნობილი იყო თავისი გასაგიჟებელი კერძებით - აძენძილი ბადრიჯანი, ან მთლიანი ბადრიჯანი ნიგვზის სოუსში. ოჰ, ოჰ, რა გემრიელად ამზადებდა" - სად ისვენებს და რას იხსენებს ნანი