რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე
1737287303
ნეკა დოროყაშვილი აქტუალობას არ კარგავს. ის მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა. Instagram-ზე აქტიური მოდელი ზოგჯერ გამომწერების კითხვებსაც პასუხობს, რომლის ძირითადი ნაწილი ნეკას სილამაზის საიდუმლოებებსა და პირად ურთიერთობებს ეხება.
ნეკას სთორებიდან ირკვევა, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაშორების შემდეგ მის ცხოვრებაში ახალი მამაკაცია, თუმცა, მის ვინაობას არ ამხელს. სწორედ ამას გამოეხმაურნენ მისი გამომწერები და „ინსტაგრამზე“ ნეკას ჰკითხეს, თუ რატომ არასდროს აჩენს თავის ქმარს.
„ქმარი არ მყავს, საუკუნის წინ მყავდა ერთი და იმხელა ჯოჯოხეთი გამომატარა, სხვა ნამდვილად აღარ მინდა, ერთიც საკმარისი იყო, დამიჯერეთ, ჩემი ენერგიის და მოტივაციის წყარო ჩემი შვილია, ცხოვრების მთავარი საჩუქარი“ - უპასუხა მოდელმა.