"ერთი ადამიანის ცხოვრებაა, რომელიც მონოგამიის მსხვერპლია.." - "პრაიმ ჰაუსის" მონაწილემ ახალი სიმღერა დააანონსა

paata

მომღერალმა პაატა თედიაშვილმა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ახალი სიმღერა დააანონსა.

თედიაშვილს სურვილი აქვს, რომ მისი ახალი შემოქმედების პრემიერა პროექტ „პრაიმ ჰაუსში“ შედგეს. 

„სიმღერის თემა არის მონოგამია. ეს არის ერთი ადამიანის ცხოვრება, რომელსაც დააჯერეს, რომ მონოგამია არის ცხოვრების გამოსავალი. მაგრამ ის აღმოაჩენს, რომ მონოგამიის მსხვერპლია იმ თვალსაზრისით, რომ თვითონ კი არის ერთგული სიყვარულის და ოჯახის, მაგრამ მისი მეორე მხარე არ არის ერთგული. იგი ერთ მშვენიერ დღეს იღვიძებს და ამბობს: „ვემშვიდობები მონოგამიას, დიდი ხანია ჩვენი გაიყო გზები, ამაღამ  ყველასთან დავწვები, მომეცით მომეცით სიგნალები“ - სიმღერის მისამღერია ეს. ძალიან მინდა, რომ სიმღერის პრემიერა პროექტში იყოს, თუ ხელს შემიწყობენ სიამოვნებით...“, - ამბობს პაატა თედიაშვილი