წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
მარიკო მამულაშვილი 21 წლის გახდა. პოპულარობა არ სურს. მშობლების "სელებრითობაც" ჰყოფნის.
ლელა წურწუმიასა და "მამულიჩას" ქალიშვილს ზედმეტი ყურადღება ბავშვობიდან აღიზიანებდა და ჰქონდა პროტესტი, როგორც ცნობილი სახეების შვილებს აქვთ ხოლმე. თანატოლებთან არ ამბობდა, რომ ლელა წურწუმიას შვილია, ამ თემას გაურბოდა, მომღერალი დედის სახელით არ კეკლუცობდა. ბრაზობდა, რომ დედა, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, დროის დიდ ნაწილს მის გვერდით ვერ ატარებდა. პროტესტის განცდაც ამიტომ გაუჩნდა. სცენა დედას ართმევდა...
უკვე დიდი მარიკო შეიცვალა, მშობლებს დაუმეგობრდა, თუმცა ყურადღების ცენტრში ყოფნას ახლაც გაურბის. აი, მამა კი არადა და არ ეშვება და ხან ვიდეოების გადასაღებად დასდევს და ხან - ფოტოების. მერე, ფოტოსთვის გაღიმებულ ქალიშვილს საჯაროდაც უხდის მადლობას, გაღიმებას მაღირსა, ამ ღიმილისთვის მაწამებსო.
კახა "პრაიმტაიმთან" ხუმრობს, რომ თებერვალი მათ ოჯახში ძალიან ხარჯიანი თვეა.
კახა მამულაშვილი: თებერვალი ძალიან ხარჯიანი თვეა. მერწყულების შემოსევა გვაქვს ოჯახში. ლელა, მარიკო და ორ დღეში, ლელას დისშვილის დაბადების დღეა. უსაჩუქროდ არავინ რჩება.
მარიკო 21-ის გახდა. არ უყვარს გამოჩენა და მე ძალით ვუღებ, არ ვეშვები, რა... მაინც დავდევ და ვუღებ. თავიდანვე აპროტესტებდა ლელას პოპულარობას... ეგ პოპულარობა თქვენთვის იყოს, მე თავი დამანებეთო.
დაზგურ ფერწერაზე სწავლობს. ახლა სურს პროფესიონალურად შეისწავლოს ფოტოგრაფია. ასეთი გეგმა აქვს...