„ამ ზომით და წონით ჩემს ღირსებას არავინ შეხებია...“ - დიმის „პრაიმ ჰაუსში“ სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა

dimi

„პრაიმ ჰაუსში“ დიმისა და სვეტას კონფლიქტს უკვალოდ არ ჩაუვლია. სვეტა აუტსაიდერების სკამზე ზის, ხოლო დიმის ხელის დაზიანება აქვს მიღებული.

როგორც „პრაიმტაიმთან“ თქვა, ემოციები სარკეზე ხელის მირტყმით გამოხატა, სწორედ ამის გამო გახდა საჭირო „პრაიმ ჰაუსში“ სასწრაფოს გამოძახება.

დიმი ლიპარტელიანი: - ნეკა თითზე ბზარი მაქვს... სარკეს ხელი რომ დავარტყი, დანარჩენი თითები დამებეჟა. ჩემს თავს ვეჩხუბე, ცოტა გაბრაზებული ვიყავი. ახლა ტკივილები აღარ მაქვს, გამაყუჩებლებს და მედიკამენტებს ვიღებ. აქამდე არ მქონია მომენტი, ამ ზომით და წონით ვინმე შეხებოდა ჩემს ღირსებას, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა. პარალელურად, ეს ქალისგან იყო, რომლის მიმართაც ვერაფერი გამოვხატე, სიტყვიერადაც კი. აქედან გამომდინარე, საკუთარ თავთან ამის ჭიდილი მქონდა.

- ნანობ?

მგონი, ჯობდა, საკუთარ თავთან მეჩხუბა და ყველა ემოცია გამომეშვა, რაც გამოვუშვი. არ ვნანობ, ნორმალურია, ხდება ხოლმე.