პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ინგლისის ქალაქ ბლეკპულის ეკლესიის საკურთხეველთან მიბმული ძაღლი იპოვეს, რომელსაც თან ახლდა წერილი: „მე შენ მიყვარხარ და ძალიან, ძალიან, ძალიან ვწუხვარ“.
გარდა ამისა, წერილში ეწერა: „მე ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ და უბრალოდ ვერ წარმოვიდგენ, რომ მან ჩემთან ერთად იცხოვროს ქუჩაში, გაყინული და მშიერი“.
წერილში არ ეწერა რა ჰქვია ძაღლს, ამიტომ ეკლესიის მსახურებმა თავიანთი სახელი მოუფიქრეს და კრეკერი დაარქვეს.
ბლეკპულში კათოლიკური ეკლესია 24 საათის განმავლობაში ღიაა. დარაჯებმა ძაღლი 18 დეკემბრის დილას იპოვეს. „ეს ძაღლი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და უბრალოდ აღარ ვიცი როგორ მოვიქცე“, – წერია უცნობი ადამიანის გზავნილში.