1753217611
„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა...“ - დიასას გადაწყვეტილება და სეზონის უკანასკნელი “ლაიქ-დისლაიქი“

„პრაიმ ჰაუსში“ აუტსაიდერები დაასახელეს. ტრადიციულ ცერემონიას დაძაბულობის გარეშე არ ჩაუვლია.
აღსანიშნავია, რომ ეს სეზონის ბოლო დასახელებაა. შემდგომ ეტაპზე ნახევარ ფინალისტები გამოვლინდებიან.
კვირის ბოსის, გიორგი დიასამიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილების თანახმად, კრისტისა და მერიემის გვერდით აუტსაიდერთა ადგილი რეზი ქირიამ დაიკავა. დიასას ეს გადაწყვეტილება განხილვის თემა გახდა.
რეალითი შოუს მაყურებელთა ნაწილი მას მიღებულ გადაწყვეტილებას უწონებს, ნაწილი კი უკმაყოფილოა.