არასრულწლოვან გოგონაზე, 5 წლის განმავლობაში, 60-მდე მამაკაცი სექსუალურად ძალადობდა (ინდოეთი)
1740327052
სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„დედაჩემს უყვარდა მოხუფულების კეთება. თუ კი რამე ხილი ჰქონდა, კომპოტებს და მურაბებს აკეთებდა. რაც დედა გარდაიცვალა, მას შემდეგ სადაც მივდივარ, თითქმის ყველა ადგილიდან მატანენ ქალები მოხუფულებს და სხვა ნობათს. თითქოს, დედაჩემმა დაიბარა, იზრუნეთ მასზეო.
ყველაფერი მაქვს, თაფლიც და საფერავიც... წუხელ ლაგოდეხში შვილმკვდარმა, შავებში ჩაცმულმა ქალმა, გამზადებული დამახვედრა და გამინაწილა თავისი ზამთრის სარჩო - თავისი გარდაცვლილი 7 წლის შვილის სამაჯური დამაბნია ხელზე და ასე, ცრემლიანი თვალებით გამომაცილა. დედაჩემის სული ხარობს. ანდრიას სული ხარობს.“ - წერს დომენიკ მანგო.