„დიახ, მარგალიტის მძივებითა და მზის სათვალით ვიმშობიარე" - რიანა

რიანა

მშობიარობას ზოგიერთი ქალი ცხოვრებაში იმდენად მნიშვნელოვან მომენტად მიიჩნევს, რომ მისთვის მომზადებას კვირებით ან თვეებით ადრეც კი იწყებს. თუმცა, თუნდაც ადრე დაწყებულ სამზადისში, ალბათ ძალიან ცოტას თუ მოაფიქრდება, ჩანთაში ძვირად ღირებულ სამკაულს ან მზის სათვალეს ჩაუძახოს. რა თქმა უნდა, თუ რიანა არ ხარ...

სულ ცოტა ხნის წინ, ბარბადოსელმა პოპვარსკვლავმა ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თავისი მშობიარობის ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

„ყველაზე დიდი სიძლიერე, რომელიც გამომიცდია, როგორც ქალს. ჩემი პატარა სასწაულები", — წერს მომღერალი და ახალშობილი შვილების ფოტოებს გვიზიარებს.

თუმცა, ბევრის ყურადღებას სურათებზე სხვა რამ მიიქცევდა: მშობიარე ვარსკვლავს ერთ ფოტოზე ოქროსა და მარგალიტის მძივები უკეთია, მეორეზე კი - მზის სათვალე. ამ უჩვეულო დეტალზე თავად რიანამაც გაამახვილა პოსტში ყურადღება.

„დიახ, მარგალიტის მძივებითა და მზის სათვალით ვიმშობიარე", - წერს მუსიკოსი, - "ნურაფერს მკითხავთ, ერთი ალიაქოთი იყო". 

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by badgalriri (@badgalriri)

რიანას თავის პარტნიორთან, რეპერ A$AP Rocky-სთან, ორი შვილი ჰყავს: უფროსი, სახელად RZA [რიზა], 2022 წელს დაიბადა, უმცროსი, რაიეტ როუზი კი, პოპვარსკვლავმა 2023 წელს გააჩინა.