„დავაყენე კამერა, რომ მთელი დღე ვხედავდე ჩემს მოხუც დედას“ - ვის შესახებ წერს არუნ ხათრი

არუნ  ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.

ამჯერად, არუნ ხათრი ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც მშობლების სიყვარულზე წერს და ერთ-ერთ შემთხვევას იხსენებს:

„რუსთავი 2“-დან მოვდიოდი. შევამჩნიე, რომ მძღოლს ტელეფონზე live კამერა ჰქონდა ჩართული. ვკითხე, რა იყო ეს. მან გამიღიმა და მითხრა:

„სახლში დავაყენე კამერა, რომ მთელი დღე ვხედავდე ჩემს მოხუც დედას. ასე ვიცი, რომ კარგად არის“.

არც ფუფუნება, არც დიდი სიტყვები - უბრალოდ სუფთა სიყვარული. ეს არის ის, რასაც დედა ნამდვილად იმსახურებს შვილებისგან. არა ფული, არა საჩუქრები - უბრალოდ ზრუნვა, უბრალოდ ყოფნა, უბრალოდ პატივისცემა. თუ შენი მშობლები ცოცხლები არიან - შენ უკვე მდიდარი ხარ. მოუფრთხილდი შენს მშობლებს, დრო არ იცდის. სიყვარული არ უნდა გადაიდოს“, - წერს არუნ ხათრი.