„დაწერეს, რომ ამ ტრაგედიას ვიყენებ... 8 წლის შვილი რომ გარდაგეცვლება, რამხელა ტკივილია ოჯახისთვის...“ - რას ამბობს თამაზა

თაზო

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, თამაზა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საკუთარი ოჯახის ორმაგი ტრაგედია გააჟღერა, ბევრი ცუდი კომენტარი დაიწერა. კრიტიკოსების შეფასებით, ის ამ ტრაგედიას იყენებს, რათა პროექტში გამარჯვება მოიპოვოს. თაზო ვერ ხვდება, რა კავშირი აქვს ამ ორს ერთმანეთთან.

„გუშინ იყო სტრიმი, სადაც გოგას ვესაუბრები ჩემს გარდაცვლილ ძმაზე. ტელეფონის შემოტანის შემდეგ, წავიკითხე ათასობით კომენტარი, რომ მე ამ ტრაგედიას ვიყენებ იმისთვის, თითქოს პროექტში გამარჯვების მოპოვება მინდა. არ ვიცი, ამას ერთმანეთს რატომ უკავშირებენ, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საწყენია.

მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა ჩემი დადებითი ენერგიით, პოზიტივით, ხუმრობებით გამიცნო, ამ ყველაფრის უკან იმალება ტრაგედია, რომელსაც ასე ხშირად არ ვაჟღერებ და არც გამიჟღერებია.

ეს არის ტრაგედია, რომელიც წლების წინ მოხდა. ბიძაჩემი თავისი მეუღლისა და შვილების სანახავად მიდიოდა, ჩემს ძმასთან და მეზობელთან ერთად. მოხდა ავტო კატასტროფა, აფეთქდა მანქანა... ბიძაჩემი და ჩვენი მეზობლის გადარჩენა ვერ მოხდა, მათ რამდენიმე დღე იცოცხლეს. ჩემმა ძმამ 18 დღე იცოცხლა, მთელი სხეული დამწვარი ჰქონდა. ვერც მისი გადარჩენა მოხერხდა.

ეს იმდენად მძიმე და სენსიტიური ამბავია ჩემთვის, თუ ასეთი განხილვა მოჰყვებოდა და ცუდი კომენტარები დაიწერებოდა, არ მეგონა, არ გავაჟღერებდი,

არც ერთ მშობელს ვუსურვებ, რომ შვილის სიკვდილი განიცადოს, ეს არის ძალიან რთული. 8 წლის, სიმწრით გაზრდილი სიყრმის შვილი რომ გარდაგეცვლება, რამხელა ტკივილია ოჯახისთვის... მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ოჯახს ეს შევუმსუბუქო“ - ამბობს თაზო.