დასავლური ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომელიც 2023 წლის ფავორიტია

ფული ზოდიაქო

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ასახელებს დასავლური ზოდიაქოს იმ ნიშნებს, რომლებისთვისაც 2023 წელი წარმატების მომტანი იქნება.

ვერძი და კურო. ამათ აქვთ ყველაზე დიდი შანსები, რადგან გამარჯვების პლანეტა და მფარველი ანგელოზი სელენა ამ ორ ზოდიაქოს ნიშანს გაივლის 2023 წელს. ყველა დონეზე, გნებავთ, პირადული, ბიზნეს საქმიანობა, უცხოელებთან კონტაქტი, ამ ნიშნებს არნახულად კარგი შანსები აქვთ. 

მით უმეტეს, თუ ეს ორი ნიშანი კატა-კურდღლის წელშია დაბადებული, ორმაგად უფრო წარმატებულია. მათ შემდეგ მოჰყვება თხის რქა და მშვილდოსანი. ამ ნიშნებს წარმატების შანსები აქვთ ყველა სფეროში, ოღონდ არა იმდენი, რაც კუროს და ვერძს.

მათთვის წარმატებული იქნება ლატარიებში თამაში, ან კონკურსებში მონაწილეობა. ძალიან კარგი პერიოდი აქვთ პირადი ურთიერთობებისთვის. მაგრამ მშვილდოსანი ცოტა ფრთხილად უნდა იყოს მოგზაურობასთან. შეიძლება მცირე უსიამოვნებები შეემთხვეს.“ - თქვა ცაგარელმა.