1740372372
დაქორწინების წინ მიცემული რა პირობა არ შეუსრულა ირმა სოხაძემ მეუღლეს

მომღერალი და ტელეწამყვანი ირმა სოხაძე და თბილისის საპატიო მოქალაქე რეზო ასათიანი ქორწინების 48 წლისთავს აღნიშნავენ.
ირმა სოხაძე და რეზო ასათიანი გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იყვნენ სტუმრად, სადაც მათ ერთად გატარებული წლების შესახებ ისაუბრეს. წყვილი ამბობს, რომ ურთიერთობაში დათმობა არ უჭირდათ.
რეზო: როცა უნდა დავოჯახებულიყავით, ვუთხარი, სიმღერას თავი უნდა დაანებო- მეთქი. ისეთი ჭკვიანი ქალი იყო, მითხრა, დავანებებ, აბა, რას ვიზამო.
ირმა: არ გატყუებდი, მართლა ვაპირებდი.
რეზო: სამი თვის შემდეგ მე ვიდექი ამასთან ერთად სცენაზე და ვმღეროდი.
ირმა: როცა უყვარხარ, ცდილობს, ყველაფერი ისე გააკეთოს, რომ კარგად იყო.
რეზო: ძალიან ეჭვიანი არ ვყოფილვარ. წვრილმან რაღაცებზე ვეჭვიანობდი, მაგალითად, ვეუბნებოდი, რა და როგორ ჩაეცვა და მიჯერებდა. ხვდებოდა, რომ მართალს ვეუბნებოდი.
ირმა: მართალს არ მეუბნებოდა, მაგრამ რაღაცები უნდა დათმო, არაა ტრაგიკული რამეს დათმობა.
იმედია, არ ჩათვლიან, რომ ჩვენ აზრს ვინმეს თავზე ვახვევთ, მაგრამ თუ ძალადობას არ ეხება საქმე, უმჯობესია, წვრილმანების გამო არ დაკარგონ ერთმანეთი.