დაათვალიერეთ რუსი „კანონიერი ქურდისა“ და ქუთაისელი გოგოს გრანდიოზული ქორწილის ფოტოები, რომელმაც სოცქსელი ააფეთქა

ქორწილი თურქეთში

ფოტო სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა. „კანონიერი ქურდი“ ევგენი ვესელკინი, ქართველ მეუღლესთან ერთად სტამბულშია. წყვილმა ქორწილი გადაიხადა.

სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პატარძალმა, რომელიც ფოტოებში ცნობილი ბრენდების სამოსით და დოლჩე გაბანას“ სათვალეებით პოზირებს.

45 წლის ევგენი ვესელკინი „კანონიერ ქურდად“ 2013 წელს სტამბულში „მონათლეს“. მას ახლო კავშირები აქვს ქურდული სამყაროს ქართულ კლანთან.

ფოტოებს რუსული საიტი, „პრაიმ კრაიმი“ ავრცელებს.