ლილიტი თხის რქაში - ვის შეეხება 2026-2027 წლების მთავარი ტრანზიტი
1788626692
23 ივლისს თბილისში, კლუბ „ანდერვილში“ გამართულ ქორწილზე საზოგადოება ახლაც საუბრობს. ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ბედნიერება ოჯახისა და ახლობლების გარდა, ბევრმა ცნობილმა სახემ გაიზიარა.
მომღერალი და მსახიობი, გიორგი გილიგაშვილი ირაკლი მაქაცარიას მეჯვარე იყო.
ქორწილიდან იგი დასთან, ნუცა გილიგაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და უამრავ თბილ გამოხმაურებასაც იღებს.
„ულამაზესები“, „ძალიან კარგები ხართ, გიო, ბევრი შენნაირი ქართველი“, - წერენ კომენტარებში
ცოტა ხნის წინ ძალიან თბილ, პოზიტიურ ადამიანს, გიორგი გილიგაშვილს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინა. მან ოპერაცია თურქეთში გაიკეთა. ამ ეტაპზე ყველაფერი უკვე უკან არის და გიორგი თავს კარგად გრძნობს.


