გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
23 ივლისს თბილისში, კლუბ „ანდერვილში“ გამართულ ქორწილზე საზოგადოება ახლაც საუბრობს. ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ბედნიერება ოჯახისა და ახლობლების გარდა, ბევრმა ცნობილმა სახემ გაიზიარა. ქორწილიდან გავრცელებულმა კადრებმა სოციალური ქსელები სრულიად მოიცვა და რჩება განცდა, რომ ყველა მათი ბედნიერების თანაზიარი ვიყავით.
გრანდიოზული ქორწილის შემდეგ დაგროვილი ემოციები და განცდები ირაკლი მაქაცარიას მეჯვარემ, მსახიობმა გიორგი გილიგაშვილმა „პრაიმტაიმს“ გაუზიარა.და ამბავს, რომელზეც ახლა ეცინება და ამბობს, რომ ნიშანია, ექსკლუზიურად გვიყვება:
გიორგი გილიგაშვილი: ქორწილში ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა. ქორწინების მოწმობა, რომელიც ტაძარში მქონდა, ირაკლისა და ლიზას ჯვრისწერის შემდეგ მოძღვარს სახელებით და გვარებით რომ უნდა შეევსო, ჯიბეში ჩამრჩა. მნიშვნელობა არ აქვს სახელსა და გვარებს ჩავწერთ თუ არა, ეს ოფიციალური მხარეა, უფრო მნიშვნელოვანია, რომ მოძღვარმა მათ ღვთისმადლით სავსე ჯვარი დასწერა და მარადისობაში აკურთხა მათი სიყვარული.
ეს ქორწინების მოწმობა ჩავიდე ჯიბეში, რიტუალი დასრულდა, სანთლებიც ჩაიწვა, მღვდელმა წყვილი დალოცა, ჩვენც მივულოცეთ და შემდეგ უკვე მთაწმინდისკენ რომ მივემართებოდით სავახშმოდ, ჯიბეში ჩადებული ქორწინების მოწმობა გამახსენდა, რომელიც სასულიერო პირისთვის არ მიმიცია.
კახა მიქიაშვილმა (მსახიობი) ივაჟკაცა და ეს გააკეთა. მე გაფაციცებაში გამომრჩა მოძღვართან მივსულიყავი. მაქაც, ძმაო, ლიზა, შესავსებია-თქო რომ ვუთხარი, მაგაზე არ იდარდო, კახამ უკვე მოგვცაო. ქალბატონმა ქეთევანმა (ლიზა ჩიჩუას დედა) მითხრა, გიორგი, ეს ნიშანია, ახლა ეს მოწმობა შენთვის გვიჩუქებია, ახლა მხოლოდ გოგო გყავს საპოვნელი, მოწმობა შეუვსებელი უკვე გაქვსო.. რაღაცნაირად ნიშანი იყო, უფლის მოწმობა ჯიბეში მაქვს... მადლობა ირაკლის და ლიზას, მათი ქორწილიც ჩემს თავზე რაღაცნაირად სიყვარულის მტრედის გადაფრენას ჰგავდა“