გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
„ღამის შოუს ბენდის“ მომღერალი ბაბი კირკიტაძე თანამედროვე შოუბიზნესის ერთ-ერთი პოპულარული სახეა. მის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ წყდება.
„საკმაოდ ბევრი სირთულით იყო ჩემი ცხოვრება დატვირთული.. რესტორანში ვმღეროდი, საკმაოდ, პატარა ვიყავი, 18 წლის. ფლაერებიც დამირიგებია ქუჩაში, ამაში არაფერია სათაკილო. მიმტანობაც მიცდია, მიმუშავია.. რესტორნის მენეჯერიც ვყოფილვარ. ამასობაში, 18 წლიდან რესტორანში სიმღერაც დავიწყე.. შემდეგ, ბევრი სამსახური გამოცვალე... იმაზეც მომიწია ფიქრი, რომ ყოველი თვის ბოლოს ქირა იყო გადასახდელი და ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი ამაზე, მეც ვიყავი“,- ამბობს ბაბი ერთ-ერთ ინტერვიუში.
მომღერალი და ტელეწამყვანი ოჯახთან ერთად დიდ დიღომში, ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრობს.
„ჩემი შრომით მოპოვებული სახლია და ეს ძალიან მახარებს. პატარა ფართია, თითქოს ახლა ვგრძნობ, რომ სივრცე არ გვყოფნის, მაგრამ ინტერიერი ძალიან მოგვწონს და შეგვიყვარდა“,- ამბობს ბაბი ჟურნალ „შინთან“