„დაანებეთ ნუცას კრიტიკას თავი! მან კარგად გააანალიზა რაც „დააშავა“ და ბოდიშიც მოიხადა...“ – ზაზა ბანძელაძე

ნუცა

ჯგუფ „სეიშენის“ წევრი, ამჟამად, ამერიკაში მცხოვრები, ზაზა ბანძელაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე მომღერლის მხარდამჭერ პოსტს ავრცელებს.

როგორც ის აღნიშნავს, ნუცამ კარგად გააანალიზა საკუთარი ქმედება და ბოდიშიც მოიხადა.

„დაანებეთ ნუცას კრიტიკას თავი! მან კარგად გააანალიზა, რაც „დააშავა“ და ბოდიშიც მოიხადა…(დააშავას პირდაპირ მნიშვნელობით იმედია არ გაიგებთ)

შეუცდომელი თუ ვინმე ხართ, კი ბატონო მიდით და ჩაქოლეთ.

პ. ს. უარყოფითი აურა და ბოღმა კიდე მომაკვდინებელია, თავს გაუფრთხილდით“, – წერს ზაზა ბანძელაძე.

შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძემ, დათო ხუჯაძემ, ხვიჩა მაღლაკელიძემ, სოსო პავლიაშვილმა, მიშო სულუხიამ და სხვა ქართველმა მომღერლებმა რუსეთში ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე იმღერეს.

ასევე ნახეთ: 

ტრაგედია იმერეთში - მდინარეში მოზარდი დაიხრჩო

VIDEO: „უმაგრესი გოგოა“, „აჩი არ ბერდება“ - მაკა ზამბახიძე და აჩიკო მეფარიძე ექსპრომტად აცეკვდნენ

მერიემ გოგაშვილი პროექტის დატოვების შემდეგ განცხადებას ავრცელებს