VIDEO: ნუკი კოშკელიშვილმა შვილის სქესი გაიგო - კადრები
1750606224
აშშ-ის დარტყმების შემდეგ სამივე ირანულ ბირთვულ ობიექტს სერიოზული ზიანი მიადგა, – ამის შესახებ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, გენერალმა დენ კეინმა განაცხადა.
მისი განცხადებით, საბოლოოო შეფასებას ჯერ გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა წინასწარი შეფასება აჩვენებს, რომ სამივე ობიექტს მიადგა უკიდურესად სერიოზული ზიანი და ნგრევა.
სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებით, იერიშის შემდეგ აშშ-ის ძალები მზადყოფნაში რჩებიან და სრულად არიან მზად, რეაგირება მოახდინონ ირანის ნებისმიერ შურისძიებაზე. როგორც გენერალმა კეინმა აღნიშნა, საპასუხო ქმედება თეირანის მხრიდან წარმოუდგენლად ცუდი არჩევანი იქნება.
დენ კეინის ინფორმაციით, ოპერაციაში მონაწილეობდა 125 თვითმფრინავი, მათ შორის B2-ის ტიპის შვიდი ბომბდამშენი. ბომბდამშენებმა ჩამოაგდს GBU-57-ის 12-ზე მეტი ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბი ფორდოსა და ნათანზის ბირთვულ ობიექტებზე. Tomahawk-ის ათობით რაკეტა კი ისპაჰანის ბირთვულ ობიექტის მიმართულებით გაუშვეს.
კეინის თქმით, მისურის ბაზიდან შესრულებული მისია B2-ის ყველაზე ხანგრძლივი მისია იყო 11 სექტემბრის თავდასხმის შემდგომი პერიოდიდან.