წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
მას შემდეგ, რაც „პრაიმ ჰაუსში“ ანა ქურდაძემ თაია ჭიჭინაძეს ყოფილი მეუღლის, ნიკო ქართველის ახლანდელი მეუღლე, სალომე უშხვანი უხსენა, გოგონებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ეს განწყობა მათ გულშემატკივრებსაც გადაედო. აღმოჩნდა, რომ სოცქსელში, ანას მხარდამჭერი ჯგუფი სალომეს ძმის შექმნილია.
ნიკოლაი უშხვანი რეალითი შოუს მაყურებლების ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როცა მონაწილეებმა მის შესახებ სახლში და შემდეგ შაბათის ლაივ შოუზე ისაუბრეს. თაია და მისი გულშემატკივრები ამტკიცებენ, რომ ნიკოლაი და სალომე მის „გაშავებას“ ცდილობენ და ამისთვის ანას იყენებენ, თუმცა, ამის საპირისპიროს ამტკიცებს და-ძმა.
„პრაიმტაიმის“ კითხვებს ნიკოლაიმ უპასუხა.
- ანამ თქვა, რომ პირადად არ გიცნობთ. როგორც „პრაიმ ჰაუსის“ მაყურებელმა, მხოლოდ ამიტომ გადაწყვიტეთ, რომ მისთვის მხარი დაგეჭირათ?
- დიახ, რა თქმა უნდა, ასეა. სიმართლე რომ გითხრათ, „პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონი არ მინახავს. მეორე სეზონის ნაწილს ვუყურებდი და მესამეს - თავისთავად. მაშინაც მყავდა ჩემი ფავორიტი - გურამ შეროზია.
- თაია და მისი გულშემატკივრები ამტკიცებენ, რომ ანას მხარდაჭერის კამპანია მის „გასაშავებლადაა“ წამოწყებული. ამაზე რას გვეტყვით?
- თაია ჩემს გადაწყვეტილებებთან კავშირში საერთოდ არ არის. მე როცა ანას ჯგუფის გახსნა დავგეგმე, ამის შესახებ სალომემ არაფერი იცოდა. როცა ჯგუფი შევქმენი, 3-4 საათში დამირეკა და საუბრისას ვუთხარი, მერე გავიგე, რომ თავადაც ანას უჭერდა მხარს. თაიას რა უკვირს, ვერ ვხვდები. ჩემი აზრით, ანა პროექტში ერთადერთი ჯანსაღი ადამიანია. შესაბამისად, მას დავუჭერდი მხარს, აბა ვის?! ანას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, არ მაქვს უფლება?! შოკში ვარ.
- თაიას, ანამ სალომე უხსენა და ამის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი ჯგუფის ადმინი იყავი... ამ ფაქტების გამო ამტკიცებს, რომ მის „გაშავებას“ ცდილობთ...
- ყველას აქვს უფლება, იფიქროს ის, რაც უნდა. ისევ გავიმეორებ, თაია არაფერ შუაშია. ზოგადად, ანასთან კონფლიქტი ბევრს აქვს. შეუძლია დააკავშიროს ეს ფაქტები ერთმანეთთან, მე ვერაფერს ვიზამ. თუმცა, ჩემს ანასადმი სიმპათიებში თაია საერთოდ არაფერ შუაშია.
- იმ შემთხვევაში, თუ ანა პროექტს დატოვებს, ვის უგულშემატკივრებთ?
- დიდი ალბათობით, ეს სალომე იქნება. ამ ადამიანის ცხოვრების სტილი ძალიან მომწონს და დიდ პატივს ვცემ. მე, თავად 3 წელი ვიყავი ვეგეტარიანელი და ძალიან ვაფასებ ამას. ახლა ერთადერთი სურვილია ანას გამარჯვება. მინდა, თაიას დაქალებს მოვუწოდო, რომ შეგვეშვან. ჩვენი მიზანია ანას გამარჯვება და არა ვინმეს „გაშავება“. ეს არც ჩემი, ჩემი დის და ნიკოს მიზანია. მადლობა უნდა გადაგვიხადოს... სანამ ამ სიტუაციაში არ აღმოვჩნდით, მანამდე რას აკეთებდა?! იყო თავისთვის და ხალხი არ იცნობდა. მაგრამ კარგია, რომ საუბარი დაიწყო და ხალხმა გაიცნო. თაიას წინააღმდეგი არ ვარ, რატომ უნდა ვიყო, მაგრამ მას ასე ჰგონია.
ასევე ნახეთ:
„გამიკვირდა, გავშრი, არ ველოდი ...“ - ხელის თხოვნის შემდეგ, თათა გიორგობიანი პირადზე
„ცოლი რომ მყავდეს, შენ კი არ შეგაჭმევინებდი აქ ნერვებს...“ - „ბზიკოს“ და ანას დაპირისპირება
კატასტროფას გადარჩენილი ბორტი - დაკავებულია პილოტი, რომელიც ფრენისას ძრავის გამორთვას ცდილობდა