"ჩვენ ვითარდებით და მშვიდობიანად გადავდივართ გარდამავალ გზაზე..." - ტონი კოლეტი მეუღლეს დაშორდა

ტონი კოლეტი

ჰოლივუდის მსახიობმა, ტონი კოლეტმა დეივ გალფასსთნ განქორწინების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.  

50 წლის ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება მისი და მუსიკოსი მეუღლის, 44 წლის დეივის სახელით, რითაც წყვილმა თაყვანისმცემლებს 20წლიანი ქორწინების დასასრული ამცნეს.

50 წლის ავსტრალიელი მსახიობი და 44 წლის ავსტრალიელი მუსიკოსი შეხვდნენ 2002 წლის დასაწყისში, როდესაც დეივი ადგილობრივი როკ ჯგუფის Gelbison-ის დრამერი იყო. 2003 წლის 11 იანვარს ტონი და დეივი დაქორწინდნენ, შემდეგ შექმნეს საოჯახო ჯგუფი Toni Collette & The Finish და 2006 წლის ოქტომბერში გამოუშვეს სადებიუტო ალბომი სახელწოდებით Beautiful Awkward Pictures.

წყვილს ორი შვილი ჰყავს, 14 წლის ქალიშვილი სეიჯი და 11 წლის ვაჟი არლო.

"მადლობელი ვართ იმ სივრცისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც ჩვენ გვანიჭებთ... ჩვენ ვითარდებით და მშვიდობიანად გადავდივართ ამ გარდამავალ გზაზე. დიდი მადლობა!"- წერს მსახიობი.