1770743848
ჩინეთში პინგვინების აღლუმი გაიმართა
ჩინეთის ქალაქ ხარბინში პინგვინების აღლუმი გაიმართა.
პინგვინების შოუს ყოველწლიურად პარკი Harbin Polarland-ი ატარებს. 2026 წელს პინგვინებმა მაყურებლების წინ ჩაიარეს, რის შემდეგაც მაყურებლებს პატარა არენაზე ფრინველებზე დაკვირვების საშუალება ჰქონდათ.
პინგვინები ჰალსტუხები მორთეს, ზოგიერთს კი პატარა, რბილი სათამაშოს ფორმის ზურგჩანთებიც ჰქონდა მოკიდებული.
პინგვინების აღლუმი ყინულისა და თოვლის ტრადიციული ფესტივალის ნაწილი გახდა, რომელიც 5 იანვარს დაიწყო. ფესტივალი თებერვლის შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს.










