პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახალდასხმულ ასფალტზე აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში, მღრღნელს მთელი სხეულით დაუტოვებია კვალი, რომელსაც ადგილობრივებმა ჩიკაგოს ვირთხის ღრმული შეარქვეს. ეს ღრმული 2024 წლის დასაწყისში ქალაქის ღირსშესანიშნაობად იქცა.
7 იანვარს ჩიკაგოელმა კომიკოსმა უინსლოუ დამეინმა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) ღრმულის ფოტო გამოაქვეყნა და იხუმრა, ეს ადგილი აუცილებლად უნდა მომელოცაო. პოსტი ვირუსულად გავრცელდა. ის 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ბევრმა იქ მონეტები, ყვავილები, სანთლები, ყველი, სათამაშოები და ალკოჰოლური სასმელიც კი მიიტანა. სულ მალე იქ მემორიალური დაფაც გაჩნდა და ადგილს ოფიციალურად დაერქვა ჩიკაგოს ვირთხის ღრმული.
ადგილობრივების თქმით, ღრმული ტროტუარზე, სულ ცოტა, 20 ან 30 წელია, რაც არსებობს, მაგრამ საყოველთაო ყურადღება მხოლოდ დამეინის პოსტის შემდეგ მიიქცია.
„ეს ჩიკაგოს სტოუნჰენჯია",- წერს The New York Times.
პოსტის დადებიდან მალევე, 19 იანვარს, დაუდგენელმა პირმა „ვანდალური ქმედება" ჩაიდინა და ღრმული ამოავსო. ამბის გაგებიდან მალევე, ადგილობრივებმა საკუთარი სახსრებით ცადეს მისი ამოსუფთავება. საბოლოოდ, ღრმულს ერთმა ქალმა დაუბრუნა პირვანდელი მდგომარეობა.
@realrajmahal My dream wedding at the Rat Hole 😍 visit #liloentertainment for your wedding ballloons! #fyp #chicago #ratatouille ♬ original sound - Raj Mahal