„ჩემს შვილს საოცარი ხელშეწყობა აქვს...“ - რას ამბობს ქეთი ასათიანი ლიზასა და ირაკლის შესახებ

liza irakli

ექიმი ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, წარმატებული კარიერის შექმნისთვის მეორე ნახევარმა მაქსიმალურად შეგიწყოს ხელი.

როგორც ის ამბობს, მის შვილს, ლიზა ჩიჩუას, რომელიც გასულ წელს დაქორწინდა და სამედიცინო ფაკულტეტის მესამე სტუდენტია, მეუღლისგან, ირაკლი მაქაცარიასგან საოცარი ხელშეწყობა აქვს.

საექიმო დინასტიის გამგრძელებელი ჩვენი მეორე და მესამე შვილია, ლიზა და ალექსანდრე. ალექსანდრე პირველი კურსის სტუდენტი გახლავთ, ლიზა მესამე. ვნახოთ, როგორ განაგრძობენ და რა იქნება.

სრულიად განსხვავებული ამპლუა დამემატა - სიდედრის სტატუსი. ნებისმიერი მშობლისთვის შვილის ბედნიერება ვფიქრობ, განმსაზღვრელი და წარმმართველია. მე ვხედავ მათ ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას, ირაკლის მზრუნველობას, ლიზას ბედნიერ თვალებს... მინდა ყველას ვუსურვო, რომ ასეთი ხალასი გრძნობა დიდხანს გაჰყვეთ და არასდროს ვალდებულებაში და ჩვევაში არ გადავიდეს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ხელი შევუწყოთ.

დარწმუნებული ვარ, როგორც ლიზა, ასევე ირაკლი, ძალიან ყოჩაღია, თავიანთი გზა ძალიან სწორად აქვთ არჩეული. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო ირაკლის როლი - ფაქტობრივად, დღე და ღამე ზრუნავს იმაზე, რომ სწავლის მიმართულებით, ლიზას ხელი არ შეეშალოს. მოგეხსენებათ, მედიკოსის პროფესია ურთულესია, სულ სხვა ძალისხმევას და დასწავლას საჭიროებს. ამ თვალსაზრისით, ჩემს შვილს საოცარი ხელშეწყობა აქვს.“ - ამბობს ქეთი ასათიანი „დღის პოსტში“.