„ჩემმა ოჯახმა უცებ დაკარგა ყველაფერი, ქონება, ბინები... ვმუშაობდი, სწავლის თანხა რომ გადამეხადა“ - ირაკლი მახარაძე

irakli makharadze

„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის სამი აუტსაიდერის ვინაობა ცნობილია. პირველობისთვის ირაკლი, დიასა და ნიკა იბრზოლებენ.

გთავაზობთ „პრაიმტაიმის“ ინტერვიუდან ფრაგმენტს, როცა ირაკლი მახარაძემ ცხოვრების მძიმე პერიოდი გაიხსენა.

„იყო ეტაპი, როცა ცხოვრებაში არაფერი მაკლდა, მაგრამ უცებ ისეთ რეალობაში აღმოვჩნდი, რომ ყველაფერი დავკარგეთ. მსურდა თუ არა, უნდა შევჭიდებოდი ახალ საქმეებს და გამოწვევებს, რასაც, იმ დროისთვის, არ ვიყავი მიჩვეული. ძალიან პატარა ასაკიდან, 17 წლიდან დავიწყე მუშაობა იმისათვის, რომ ოჯახს დავხმარებოდი, საკუთარი სწავლისთვის თანხა გადამეხადა და ა.შ.

ჩემმა ოჯახმა დაკარგა ქონება, ბინები, ყველაფერი... აღმოვჩნდით ძალიან ცუდ მდგომარეობაში, თუმცა, ამის შემდეგ მიზნად დავისახე რომ ყველა სირთულის მიუხედავად ისევ დამდგარიყავით ფეხზე და უკან მოხედვის არ შეგვშინებოდა", - უთხრა „პრაიმტაიმს“ ირაკლი მახარაძემ.