„ჩემი უმაგრესი გოგო“ - სალომე მდივანი Queen-ის ჰიტს საოცრად ასრულებს

სალომე მდივანი

ქართველი მომღერალი სალომე მდივანი (ქათამაძე) უკვე 8 წელზე მეტია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება სალომეს მონაწილეობით ვიდეოები, რომლებიც ქართული აუდიტორიის აღფრტთოვანებას იწვევს – სალომე ხშირად მღერის ბენდთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებაზე, ასევე ასრულებს სოლო კომპოზიციებს აშშ-ში, მეტროსა თუ კლუბში.

ამჯერად, სალომეს მიერ საოცრად შესრულებული Queen-ის ჰიტის, Bohemian Rhapsody-ს ვიდეოს სოციალურ ქსელში Dimitri Manuel ავრცელებს და წერს: „ჩემი უმაგრესი გოგო“.