1773951610
„ჩემი საუკეთესო ადამიანები“ – მერაბ დვალიშვილი მადრიდში ილია თოფურიას ოჯახს შეხვდა - ფოტოები
მერაბ დვალიშვილი ესპანეთში ილია თოფურიას ოჯახს შეხვდა. მებრძოლი კადრებს მადრიდიდან გვიზიარებს. თბილი შეხვედრა ილიას ვაჟთან, პატარა ჰუგოსთან და მის დედ-მამასთან შედგა.
როგორც კადრებიდან ვიგებთ, მერაბმა პატარა ბიჭუნას ცეკვა ქართულიც ასწავლა. „ჩემი საუკეთესო ადამიანები“ – აღნიშნავს დვალიშვილი სოცქსელში.














