„ჩემი პირველი სიყვარული“ - ლიზი ქონიაძეს ავტომობილი აჩუქეს

ლიზი

„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილეს, ლიზი ქონიაძეს ავტომობილი აჩუქეს. ლიზიმ ფოტოები სოციალურ ქსელში უკვე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის პირველია. 

ავტომობილი ოჯახის საჩუქარია, ყველამ ერთად ვიყიდეთ. ძალიან გახარებული ვარ. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავედი. დიდი ხანია, მინდოდა მანქანა მყოლოდა. კარგად ვმართავ, ძალიან კომფორტულად ვარ უკვე საჭესთან. სამი გამოცდა ჩავაბარე, ქალაქის, მოედანი და თეორია, შესაბამისად, კარგად შემომესწავლა (იცინის). 

ჩემი აზრით, კარგი გადაწყვეტილებაა, რომ ქალაქის გამოცდა დაამატეს. მართლა სხვანაირი გამოცდილებაა, თავად ხვდები, რა გელოდება.“ - ამბობს „პრაიმტაიმთან“ ლიზი ქონიაძე.