„ჩემი მამამთილი ძალიან თბილი და საყვარელი კაცია“ - მეგან მარკლი მეფე ჩარლზზე

მეგანი და ჩარლზი

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის დოკუმენტური სერიალის, „ჰარი და მეგანის“ ახალი ეპიზოდი მეგან მარკლის ინტერვიუთი იწყება, სადაც ის მეფე ჩარლზზე საუბრობს.

სასექსის ჰერცოგინიას თქმით, პრინც ჩარლზი ქორწილის ორგანიზების პროცესში აქტიურად იყო ჩართული. მეგანის თხოვნით, საკურთხეველთან ის სწორედ ჩარლზმა მიაცილა. 

„ჩემი მამამთილი, ძალიან საყვარელი და თბილი კაცია,“ –  იხსენებს მარკლი.

მეგანმა ქორწილის დღეც გაიხსენა. 

„ოფიციალური ცერემონიის შემდეგ - წვეულება გავმართეთ, სადაც მხოლოდ ოჯახის წევრები და მეგობრები იყვნენ. მახსოვს ტორტი ხმლით გავჭერით. საღამოს ელტონ ჯონი აფორმებდა. მაშინ შედგა ჩემი და ჰარის პირველი ცეკვა - land of a thousand dance -ის ფონზე ვიცეკვეთ. ეს ძალიან მაგარი იყო“,- ამბობს მეგან მარკლი.