ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი ტომოგრაფიის შესახებ მიმართვას ავრცელებს
1768757665
დევიდ და ვიქტორია ბეკჰემების უფროსმა ვაჟმა, ბრუკლინ პელტც-ბეკჰემმა განაცხადა, რომ ოჯახთან შერიგებით დაინტერესებული არ არის. ბრიტანულ პრესაში მისი მშობლებთან უთანხმოების შესახებ ხმები რამდენიმე თვის განმავლობაში ვრცელდებოდა, თუმცა ამ განცხადებამდე ეს ინფორმაცია სარწმუნოდ ვერ ჩაითვლებოდა.
„არ მინდა ჩემს ოჯახთან შერიგება“, - დაწერა მან Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში, რითაც ოჯახში არსებულ დაძაბულ ურთიერთობებზე პირველად ისაუბრა.
პელტც-ბეკჰემმა მშობლები იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი „დაუსრულებლად ცდილობდნენ დაენგრიათ“ მისი ურთიერთობა - როგორც ნიკოლა პელტც-ბეკჰემთან ქორწილამდე, ისე მის შემდეგ.
„ჩემი ოჯახი მუდმივად უპატივცემულობას იჩენდა ჩემი მეუღლის მიმართ, მიუხედავად ჩვენი მრავალი მცდელობისა, გავერთიანებულიყავით და ერთი ოჯახი ვყოფილიყავით“, - დაწერა მან.
26 წლის ბრუკლინმა განაცხადა, რომ მშობლების მხრიდან განიცდიდა „დაუსრულებელ თავდასხმებს, როგორც პირად საუბრებში, ისე საჯაროდ, რომელთა დეტალებიც პრესას მათივე მითითებით გადაეცემოდა“.
მან თავისი დედა, ვიქტორია ბეკჰემი (რომელიც ტანსაცმლის ბრენდს ფლობს), დაადანაშაულა 2022 წელს მისი ქორწილის ჩაშლის მცდელობაში, რადგან მან „ბოლო მომენტში“ უარი თქვა ნიკოლას საქორწილო კაბის შეკერვაზე: „მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლას ძალიან უხაროდა მისი დიზაინის მორგება, დედამ აიძულა სასწრაფოდ სხვა კაბა მოეძებნა“.
იმ პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს თავად ნიკოლამ ლედი ბეკჰემის მიერ შექმნილი კაბის ჩაცმაზე თავად თქვა უარი.