ბოლო დღეების განმავლობაში, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. 07:00 საათიდან დაწყებულია ფეხით სავალი ნაწილების, გაჩერებების, მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება - პაპავა

გიორგი პაპავა

 ბოლო დღეების განმავლობაში, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. როგორც გუშინ და გუშინწინ, დღეს დილიდან, 07:00 საათიდან დავიწყეთ ფეხით სავალი ნაწილების, გაჩერებების, მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პაპავამ.

მისი თქმით, მუშაობა გაგრძელდება, რათა გადაადგილება მოსახლეობისთვის იყოს უსაფრთხო.

„ნიჩბების საშუალებით ხდება თოვლის საფარის ზედაპირის მოხსნა, ხოლო ისეთი ადგილები, სადაც გაყინულია, მუშავდება მარილით. ასე გავყვებით ცენტრალურ გამზირებზე, ყველგან, ყოველდღიურად დილის საათებში, რათა სანამ მოსახლეობა გამოვა, იყოს შესაძლებელი უსაფრთხო გადაადგილება“, - აღნიშნა პაპავამ.

უხვი ნალექის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმით მუშაობენ. სამი დღის განმავლობაში უწყვეტად იწმინდება გზები დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე.