1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ბრიტანეთის ერთ-ერთი სოფლის, დევონის მოსახლეობა მერად არც მეტი, არც ნაკლები ცხენის დანიშვნას ითხოვს. მიზნის მისაღწევად მათ ონლაინ პეტიციაც შექმნეს, რომელსაც უკვე უამრავი ხელმომწერი ჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პონი სახელად პატრიკი, ადგილობრივებს ძალიან უყვართ. მას სოფლის ერთ-ერთ მთავარ ბარში სპეციალური ადგილიც კი აქვს გამოყოფილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიის პერიოდში, როდესაც ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაცია შეზღუდული ჰქონდათ, დროს პატრიკთან ერთად ატარებდნენ. პონი მათ რეაბილიტაციაში ეხმარებოდა.