„ბოლო პერიოდია, ამ კითხვებით ძალიან შემაწუხეს...“ - რას ამბობს ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილი

უხერხული შეკითხვების შესახებ მომღერალმა და ტელეწამყვანმა, ნინი ბადურაშვილმა ისაუბრა.

„ამ ბოლო დროს ხშირად მოდიან და მეკითხებიან, რა გჭირს რატომ გახდი? ვცდილობ არ მივაქციო ყურადღება, მაგრამ მაინც მაფიქრებინებს, რომ მართლა ცუდად გამოვიყურები. ყოფილა შემთხვევა, სარკეში ჩამიხედავს და მართლად საშინლად მომჩვენებია საკუთარი თავი. ახლა გეტყვით, მომწონს, როგორც გამოვიყურები. კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ წონაზე.

გარდა ამისა, 18-19 წლის ასაკიდან უკვე მეკითხებოდნენ, როდის თხოვდები? დაბერდი უკვე ასაკში ხარ.. დამაკომპლექსეს. მეგონა, რომ ხანში შესული ვიყავი, 26 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. 

მინდა მოგმართოთ, მთავარია თუ თქვენ სარკეში ყურებისას გაკმაყოფილებთ საკუთარი ვიზუალი. არ დაიძაბოთ სხვების კომენტარებზე, არ იფიქროთ იმაზე ვინ რას გეკითხებათ. მთავარია საკუთარ თავში ვიყოთ დარწმუნებულები“, – თქვა ნინი ბადურაშვილმა „დილის შოუში“.