ბილი აილიში და ჯეიმს კემერონი ერთობლივ 3D-პროექტზე მუშაობენ

ბილი აილიში და ჯეიმს კემერონი

 ბილი აილიში რეჟისორ ჯეიმს კემერონთან ერთობლივ პროექტზე მუშაობს. ინფორმაცია მომღერალმა მანჩესტერში, თავისი კონცერტის მსვლელობისას გააჟღერა.

„ალბათ შეამჩნიეთ, რომ აქ მეტი კამერაა, ვიდრე ჩვეულებრივ. ამ ეტაპზე ბევრს ვერ მოგიყვებით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჯეიმს კემერონთან ერთად რაღაც განსაკუთრებულზე ვმუშაობ და ეს 3D-პროექტი იქნება. ეს 4 კონცერტი აქ, მანჩესტერი იმ პროექტის ნაწილია, რომელსაც თქვენთან ერთად ვქმნი“,- განაცხადა მომღერალმა.

მან ასევე დასძინა, რომ „ტიტანიკის“ და „ავატარის“ რეჟისორი ამ დროს დარბაზში იმყოფებოდა.

ბილი აილიში თავისი მესამე ალბომის Hit Me Hard and Soft მხარდამჭერ ტურს მართავს.