მეტეოროლოგის გაფრთხილება - მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ტემპერატურის კლება, ქარი

ამინდი გაუარესდება

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ბოლო შეფასებით, 12 სექტემბრამდე დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან დროგამოშვებით იწვიმებს, შესაძლებელია ძლიერად, ძლიერი ელჭექით, ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის ქარი.

მოსალოდნელი ძლიერი წვიმისა და ელჭექის გამო, სიფრთხილე აუცილებელია, ისეთი ნეგატიური მოვლენების მიმართ, როგორიცაა - წყალდიდობა, მეწყერი, მეხის ჩამოვარდნა და ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებები“, - წერს მეტეოროლოგი.