1745863963
„ბევრი რამ მინანია, თუმცა, შეცდომები და ფსკერზე ჩასვლა გზრდის ადამიანს“ - აჩიკო ბერიძის ინტერვიუ

ქართული ოცნების“ წევრი, მომღერალი აჩიკო ბერიძე, ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე საუბრობს. გთავაზობთ ამონარდს ინტერვიუდან:
როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება? – ჩემი საოცნებო ცხოვრებით ვცხოვრობ. მყავს დიდი ოჯახი, მყავს შვილები, შეყვარებული, ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს, სიმღერა ჩემს „ალილოელებთან“ ერთად და იცით, რომ სოლო კარიერაც მაქვს. ამასთანავე, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, რომელსაც პოლიტიკა ჰქვია, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს. ეს არის შესაძლებლობა, რომ მოცემული დრო მაქსიმალურად გამოვიყენო ადამიანების გვერდში დგომისთვის. ყოველთვის ასე ვხედავდი ჩემს თავს და უფლის წყალობით, ყველაფერი ასე მოხდა.
– წარსულს რომ გადავხედოთ, რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად, რასაც შეიძლება, დღეს სინანული უკავშირდებოდეს?
– ბევრი რამ მინანია, თუმცა, შეცდომები და ფსკერზე ჩასვლა ფსკ გზრდის ადამიანს. მე დღეს „ვყვარობ“ ჩემს მაშინდელ შეცდომებს და ფსკერამდე ჩასვლას. რომ არა ეს გამოცდილებები, დღეს ვერ ფსკ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც ვარ. არ ვამბობ, რომ ჩემს ცხოვრებაში ახლა ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ დღეს რომ აჩიკო ბერიძე ვარ, ჩემი შეცდომებისა და იმ ფსკერის ფსკ დამსახურებაა. ამიტომ, აღარ ვნანობ ამ ყველაფერს, პირიქით, თავაწეული ვიხსენებ და შემიძლია, ჩემს შეცდომებს თვალი გავუსწორო