Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334
„პრაიმტაიმში“ პაატა თედიაშვილის შესახებ დაწერილი სტატიის შემდეგ, საზოგადოებაში უამრავი კითხვა გააჩინა. „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილის 500-600-მდე სექსუალური პარტნიორი ამ დრომდე სოციალურ ქსელში განხილვის საგანია. გავრცელდა უამრავი მიმი, დაიწერა სახალისო პოსტები. ზოგმა ეჭვი გამოთქვა, რომ 600 პარტნიორი მეტისმეტად ბევრია. თუმცა, დაფიქრების შემდეგ პაატამ აღმოაჩინა, რომ არასწორად დათვალა და მათი ოდენობა დასახელებულს აღემატება.
ამაზე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
„ძალიან მიხარია ასეთი რამ რომ მოხდა. ყველაფერს დილით ვიგებ ხოლმე. ამ ნიუსის და პოსტების ნახვის შესაძლებლობა არ მქონდა, მაგრამ დილით ვინც კი შემოვიდა სტუმრიდან დაწყებული, გარეთ რაღაც ხდება შენს თავსო. გამიკვირდა... როგორც კი ავიღე მობილური, ვნახეთ, რომ ინტერნეტ სივრცე აფეთქდა. ძალიან გამიხარდა, ყველაფერი იყო სწორად გაკეთებული, იუმორით, იყო საოცარი მიმები და კომედიური ჟანრის ფოტოები. მიხარია ხოლმე, რომ მე ადამიანების შთაგონების წყარო ვხდები. ამიტომ არასდროს ვბრაზდები, ყველა, თითოეული მათგანი, რაც კი გამომიგზავნეს ან მე ვნახე, შენახული მაქვს, მინდა რომ გამოვფინო და თავი მოვუყარო.
დავამატებ იმას, რომ 500-600 ბევრი არ არის და უფრო მეტიც შეიძლება იყოს ამ ყველაფრის სრული კალკულაცია რომ მომეხდინა. უბრალოდ ეს იყო ის, რაც უცბად გამოვთვალე. მათემატიკაში კარგად ვერ ვერკვევი. 500 და 600 ახლოს, მაგრამ მე რომ დავიწყე დაფიქრება, თურმე წელიწადში უნდა გამოსულიყო 23 პარტნიორი, ძალიან ცოტა აღმოჩნდა.
მინდა, ყველა ის ადამიანი გავამხნევო, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ბევრია, ეს არის საშუალო არითმეტიკული სტატისტიკური მაჩვენებელი.
თუ არ ხარ მონოგამი, არ გყავს ოჯახი წელიწადში 23 პარტნიორი აბსოლუტურად ნორმალურია. როგორც ექიმი, ამას რეკომენდაციას ვუწევ. ადამიანისთვის სექსუალური ცხოვრება არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი. გარდა ამისა, შუახნის ასაკისკენ ძალიან ხშირია პროსტატის დაავადებები, ხშირ შემთხვევაში ადენომები, შეგუბება, ემართებათ იმ ადამიანებს, ვისაც ცხოვრების მანძილზე მცირე სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ. ამიტომ ძალიან ბევრი პარტნიორი, ხშირი სექსუალური ცხოვრება არის გარანტი და შედეგი იმისა, რომ მამაკაცებს სიბერეში პროსტატის ნორმალური ფუნქციონირება ჰქონდეთ და ამ მხრივ, არ არსებობდეს დარღვევები.
ამ რეკომენდაციას თუ გაითვალისწინებენ, იქნება ძალიან კარგი. ყველამ არ უნდა გაიზიაროს, რა თქმა უნდა. ვისაც შეუძლია, რომ წელიწადში 50-ზე მეტი სექსუალური პარტნიორი ჰყავდეს, აბსოლუტურად ნორმალურია. თუკი გამოთვლით, ცოტაც კი გამოდის, მაგრამ არის ერთგულების მომენტი, მონოგამიის მომენტი, ასეთ შემთხვევაში ეს პირადი არჩევანია.“ - გვითხრა პაატა თედიაშვილმა.