დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
მომღერალი და ახლა უკვე „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, პაატა თედიაშვილი ხშირად ამბობს, რომ ჯანსაღი ცხოვრებისთვის, როგორც სექსი, ასევე სექსუალური განათლება აუცილებელია. ის ყოველთვის ღიად საუბრობს იმ საჭირო თემებზე, რომლებიც რატომღაც, ტაბუდადებული გვგონია.
გთავაზობთ „პრაიმტაიმის“ ინტერვიუდან ამონარიდს, სადაც პაატა თედიაშვილი სკოლებში სექსუალური განათლების მიღების მნიშვნელობაზე საკუთარ შეხედულებას გვიზიარებს.
„მუდმივად საუბრობენ, რომ ეკლესია სკოლებში უნდა შევიდეს. რა თქმა უნდა, სულიერი ცხოვრება არის მნიშვნელოვანი, სულიერ საზრდოს ადამიანი მხოლოდ ეკლესიიდან არ იღებს, სულიერ საზრდოს ადამიანი შემოქმედებიდან იღებს, ეს არის კინოთეატრი, მხატვრობა და სხვადასხვა დარგი. ვიღაცა წილნაყარია მუსიკასთან, ვიღაცა მხატვრობასთან, თეატრალურ ცხოვრებასთან, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არიან სპორტსმენები, ინჟინრები, ექიმები, რომელთათვისაც სულიერი ცხოვრება აუცილებელია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეკლესია არ აძლევს სულიერ განათლებას, ეკლესია გარკვეულწილად აკავშირებს რაღაცა ნიუანსებით და აჯერებს საზოგადოებას, რომ ისინი ღმერთთან ახლოს არიან, თუმცა, სულიერი ცხოვრების თვალსაწიერს ეკლესია ვერასდროს გაზრდის, რადგან იქ თავისი ჩარჩოებშია ჩასმული და მხოლოდ ეკლესიის შესვლა არ ყოფნის.
გარდა ამისა, თაობების აღზრდისთვის და მათი ჯანსაღი ცხოვრებისთვის, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე სექსუალური განათლება აუცილებელია. როდესაც ორივე სქესის მოსწავლეს ესაუბრებიან გამრავლებაზე, არ უნდა რცხვენოდეთ და ალმური არ უნდა ასდიოდეთ სახეზე. ეს ისეთივე აუცილებელი საკითხია, როგორც კვება, დეფეკაცია, შარდის გამოყოფა და სხვადასხვა ფიზიოლოგიური მნიშვნელოვანი მომენტები.“ - თქვა პაატა თედიაშვილმა.