,,ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, რომ ბინა ჩავდე, მანქანა გავყიდე, ძროხები გავყიდე ფოთში...“ - რას წერს გურამ შეროზია

შეროზია

,,პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე გურამ შეროზია შაბათის ლაივზე მიღებული რეკორდული ხმების რაოდენობაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გულშემატკივრებს მადლობას უხდის.

,,ეს იყო სიგიჟე!! და დეა იყო ერთადერთი მონაწილე, ვისაც ჩემი გამარჯვება გაუხარდა, მადლობა ამისთვის! 

ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, რომ ბინა ჩავდე, მანქანა გავყიდე, ძროხები გავყიდე ფოთში (არ გვყავს, სამწუხაროდ :დ), ა.შ.

ადამიანებს უჭირთ სხვისი გამარჯვების აღიარება და ეს არც ისე კარგი თვისებაა. სხვა მონაწილეების ოჯახის წევრების ვოისებიც გავრცელებულა, მოკლედ მეტი ღირსება მეგობრებო, გთხოვთ 

გადაცემაშიც გავა საღამოს იმედია. მადლობა ყველას, მეგრელებს, სრულიად საქართველოს, უსაყვარლეს ემიგრანტებს, დიდსა და პატარას, ნაცნობსა და უცნობს - ეს მხოლოდ ჩემი წარმატება არ ყოფილა, ვიცი, რომ მაგარი შეგრძნებაა ყველასთვის, როცა თქვენი თავდაუზოგავი შრომა სასურველ შედეგს იღებს, ჰოდა გილოცავთ თქვენც, ჩვენს ერთობლივ საოცრებას“, - წერს გურამ შეროზია.