"მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა..." - 28 წლის ფორვარდის ტრაგიკულად დაღუპვის დეტალები
1751532041
ბერლინში მსოფლიოს ყველაზე ცუდი სუნის მქონე ყვავილი აყვავდა. ეს იშვიათი მოვლენა რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება და მხოლოდ რამდენიმე დღეს გრძელდება. ტიტანური ამორფოფალუსის სუნი ლაყე კვერცხებსა და გაფუჭებულ თევზს ჰგავს. მისი ყვავილობა დაახლოებით 72 საათს გრძელდება, შემდეგ აყვავების თარიღის წინასწარმეტყველება კი შეუძლებელია.
ეს ტროპიკული მცენარე, რომელიც წარმოშობით ინდონეზიის კუნძულ სუმატრადანაა, მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილედით გამოირჩევა - მისი სიმაღლე 3 მეტრსაც კი აღწევს.
ყვავილის სანახავად და მისი სუნის შესაგრძნობად მსურველები ბერლინის ბოტანიკურ ბაღში მიდიან. დღეს მისი ყვავილობის ბოლო დღეა.