ბენი ბლანკომ სელენა გომესს უღალატა?! - რა ინფორმაცია ვრცელდება ინტერნეტსივრცეში

სელენა და ბენი

 ბენი ბლანკოსა და სელენა გომესის წყვილი კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.  ამის მიზეზი ცოტა ხნის წინ გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციაა, სადაც ნათქვამია, რომ ბლანკომ გომესს  უღალატა.  ანონიმური წყაროები ირწმუნებიან, რომ ბენიმ საცოლეს, ტერეზა მარისთნ უღალატა.  

აღსანიშნავია, რომ გომესი და ტერეზა წარსულში მეგობრობდნენ, თუმცა ახლა ერთმანეთთან რთული ურთიერთობა აქვთ.  სოციალური ქსელების მომხმარებლების თქმით, ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ სელენამ ტერეზა პირადი ინსტაგრამიდან წაშალა. 

 სანამ  ბლანკოს სავარაუდო ღალატის შესახებ ინფორმაცია გავრცელდებოდა, ინტერნეტსივრცეში ტერეზასა და ბენის საერთო ფოტოები გამოქვეყნდა.  თუმცა, ეს ყველაფერი დაუდასტურებელი ინფორმაციაა და ამ თემაზე საჯარო კომენტარი არც სელენა გომესს და არც ბენი ბლანკოს არ გაუკეთებიათ.