1728312638
,,ბედნიერება გქვია შენ, ჩემო პატარა ანგელოზო" - ნატო გელაშვილი ბებია გახდა
ნატო გელაშვილი ბებია გახდა. ავტორ-შემსრულებელმა საზოგადოებას ახალი ამბავი ემოციური პოსტით ახარა.
,,ყველას, ვისაც გიყვართ და არ გიყვართ ნატო, ვინც იცნობთ და ვინც არ იცნობთ ნატოს, მინდა ვუთხრა და ყველაზე მაღალი ნოტი ავიღო ამ ჩახლეჩილი ხმით და მივაწვდინო ცისკიდეს ხმა, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ერა იწყება...
დღეს ოჯახის წევრთა მატებაა, ჩემი ოჯახის გარშემოწირულობის ორბიტა გაიზარდა უსასრულობამდე... მადლობა ამისათვის უფალს, ჩემს ანეტა ნიკურაძეს, ყველას, ვინც ჩემთან ერთად ერთად ღირსეულად გალეწეთ და გავლეწავთ ჩემი ცხოვრების გავლილ და გასავლელ “კალო“-ს. წინ უფრო მეტია გასავლელი გზა, ვიდრე ოდესმე ყოფილა... მიყვარხართ, ბედნიერება გქვია შენ, ჩემო პატარა ანგელოზო", - წერს ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში.
სულ ახლახან, ნატოს უფროს ვაჟს, გიორგი ჭოხონელიძესა და ანეტა ნიკურაძეს ვაჟი შეეძინათ. პირმშოს ლუკა დაარქვეს.
"ყველაზე დიდი საჩუქარი უფალმა გამიკეთა, მაჩუქა მამის წოდება და პატარა ბიჭი, რომელმაც ჩემი ძმის სახელი უნდა ატაროს - პატარა ლუკა ჭოხონელიძე გვეყოლება მე და ანეს. ლუკა, აწი უკვე ნაღდი ბიძა იქნები", - წერდა გიორგი რვა აგვისტოს, როდესაც შვილის სქესი გაიგეს.
როგორც ნატომ "პრაიმტაიმს" უთხრა, ძმებმა მოილაპარაკეს და საკუთარ ვაჟებს ერთმანეთის სახელები უნდა დაარქვან. რაც შეეხება რძალს, მასზე ავტორ-შემსრულებელი ამბობს.
"მე და ანეტა ძალიან დავმეგობრდით. დიდი და მნიშვნელოვანი საერთო ხაზი გვაქვს და ეს არის ტაძარი, მორწმუნე გოგოა. საერთო ღირებულებები გვაქვს.
გიორგი ხშირად მეუბნება, შენ რომ მელაპარაკები, მგონია, ანეტა მელაპარაკება და თქვენ ხომ არ თათბირობთო?"