„...ბეჭდის გარეშე" - Coldplay-ის კონცერტზე მომხდარი სკანდალის შემდეგ, კრისტენ კაბოტი პაპარაცებმა პირველად დააფიქსირეს

კაბოტი

Coldplay-ის კონცერტზე მომხდარი სკანდალის შემდეგ, კრისტენ კაბოტი პაპარაცებმა პირველად დააფიქსირეს.  ინფორმაციას „დეილი მეილი" ავრცელებს. 

კომპანია Astronomer-ის HR-დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ნიუ-ჰემფშირში მდებარე სახლის ეზოში დააფიქსირეს, სადაც ის ყვავილების რწყავდა.  კაბოტს ქორწინების ბეჭედი არ ეკეთა. ვარაუდობენ, რომ ის მეუღლეს დაშორდა.

შეგახსენებთ, რომ Coldplay-ის კონცერტზე კომპანია Astronomer-ის უკვე ყოფილი დირექტორის, ენდი ბაირონისა და განყოფილების უფროსის, კრისტენ კაბოტის რომანი გამოაშკარავდა.  ორივე მათგანი ქორწინებაში იმყოფებოდა.