„...ნახოს, ვინ დაკარგა“ - სალომე უშხვანის ახალი პოსტი და ნიკოლოზ ქართველის კომენტარი
1753818953
ამ ამბავს, რომელიც მედიაში 2021 წელს გავრცელდა დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქმე ოჰაიოში მცხოვრებ ოჯახს ეხება, რომელმაც ბებიის სახლის დალაგებისას $25 ათასს, ნაღდი ფულის სახით, არც მეტი, არც ნაკლები, ნაგავში ჩაუძახა.
მათდა ბედად, დასუფთავების ადგილობრივმა სამსახურმა გადაყრილ „ნაგავს" მალევე მიაგნო.
„ბებიის სახლს ალაგებდნენ, როცა მაცივრის გამოსუფთავება გადაწყვიტეს, საყინულეში შენახული ყველაფერი გადმოაპირქვავეს და პარკში ჩაყარეს. მერე კი, ბებიამ უთხრა, მანდ კონვერტში მოთავსებული $25 ათასია და არ დაკარგოთო",- ამბობს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, გერი კეპენი.
საგანგაშო ამბის შეტყობისთანავე ოჯახმა დასუფთავების სამსახურში დარეკა, კეპენი და მისი თანამშრომლები კი მაშინვე გამოეშურნენ, რათა ნარჩენების გადამტან მანქანას დასწეოდნენ. მათი თქმით, ფულის პოვნა შეუძლებელი იქნებოდა, მანქანა რომ ნაგავსაყრელზე მისვლამდე არ გაეჩერებინათ, რადგან ნარჩენების ჩამოცლისთანავე ბულდოზერი მათ აბრტყელებს და ზემოდან მიწას აყრის.
თუმცა, ფულის პოვნას მაინც უამრავი ადამიანი დასჭირდა. ხუმრობა ხომ არ არის ნარჩენების 6-ტონიან გროვაში მომცრო პარკის პოვნა?!
„დაახლოებით, 10 წუთი დაგვჭირდა, მერე კი მე შეკვრა შევნიშნე და როცა გადმოვიღეთ, შიგ ფული აღმოჩნდა. ისე გაუხარდათ, ბედნიერებისგან ტიროდნენ", - ამბობს კეპენი.
მართალია, ამ ამბავს კეთილი დასასრული აქვს, თუმცა, მსგავსი შემთხვევები ყოველთვის ასე არ მთავრდება ხოლმე.