"სექსუალურ კავშირს ჩვენს თვალწინ ამყარებდნენ... " - ძალადობის მსხვერპლი ბიჭის შემზარავი ამბავი
1747806141
მომღერალ თიკა მახალდიანს 16 წლიდან საკუთარი შემოსავალი აქვს, საკუთარივე პროფესიით მუშაობს და შესაბამისად, შრომისა და ფულის ფასიც კარად იცის.
თიკა მახალდიანი „თბილისელებთან“ იხსენებს, როგორ დაიწყო პირველად მუშაობა.
„კარგად მახსოვს, 16 წლის ვიყავი, როდესაც „ნუცას სკოლაში“ მივიღე მონაწილეობა. ალბათ, გახსოვთ, „იმედზე“ გადიოდა ეს კონკურსი. 16-17 წლიდან მაქვს საკუთარი შემოსავალიც. ამ პერიოდიდან უკვე კონცერტებიც მქონდა და სამსახურიც დავიწყე ერთ-ერთ ბარში. იქიდან მოყოლებული დღემდე, ყოველთვის ჩემი ფული მაქვს, არასდროს არავისზე ვყოფილვარ დამოკიდებული, გარდა საკუთარი პროფესიისა.
საერთოდ, ჩაციკლული და გაგიჟებული არაფერზე ვარ და არც მილიონებზე ვოცნებობ. რაც მჭირდება, ის რომ მითავდება, ახალს შევიძენ, მაგრამ ფასდაკლებებზე რომ დახლებს აცარიელებენ ხოლმე, იმ ქალების კატეგორიას არ მივეკუთვნები. რეალურად, ყოველდღიურ წვრილმანებსა თუ მსხვილმანებში უფრო მეხარჯება ფული. დღის ბოლოს რომ ვერც ხვდები, რა იყიდე, მაგრამ ფული ბევრი წავიდა, ძირითადად, ასე ხდება (იცინის). საჭიროებებზე მაქვს საუბარი და არა ფუფუნების საგნებზე. რეალურად, არც ვარ ფუფუნების მოყვარული, ყველაფერში ზომიერება მახასიათებს. ბავშვობიდან ასეთი ვიყავი. დედაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, ხანდახან ისე მეცოდებოდი, საღეჭი რეზინიც კი არ მოგითხოვიაო. ბავშვობაშიც ძალიან საწყალი ვყოფილვარ და დიდობაშიც გამომყვა (იცინის). მთლად კარგი ესეც არ არის. ალბათ, ცოტა მომთხოვნი უნდა იყო.
ასევე დაგაინტერესებთ: VIDEO: ,,თქვენ შემოგევლეთ, ჩემი შვილი რომ გამომიყვანეთ..." - ზურაბ მუშუქიას დედის რეაქცია, როცა გაიგო, რომ მისი შვილი ცოცხალია
VIDEO: ოჯახის რეაქცია, როცა გაიგეს, რომ ზურაბ მუშუქია ცოცხალია - ემოციური კადრები