„ბათუმი კიდევ უფრო შემიყვარდა“ - რა ამბავს გვიზიარებს ლიზა ჩიჩუა

ლიზა ჩიჩუა

ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი მეუღლე, ლიზა ჩიჩუა საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები არიან. 24 წლის ასაკში იგი უკვე 3 შვილის დედაა, მესამე შვილი 3 ივნისს ეყოლა.

ამჯერად, მის ცხოვრებაში მორიგი სიახლეა, მან მართვის მოწმობა აიღო და ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ბათუმი კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა! მართვის მოწმობა ავიღე“, - წერს ლიზა ჩიჩუა.