ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია გარდაიცვალა

ბადრი ვადაჭკორია

ცნობილი ფოტოგრაფი, ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ.
 
„უუფ, როგორ მეტკინა - ჩამწყდა გულის ძარღვი, იმედიანი კაცი, გულიანი, თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი, დაუზარელი და ხალისიანი ბადრი ვადაჭკორია გარდაიცვალა, ჩემი გურული ძამიკონა...“, - წერს სოციალურ ქსელში ნინო კვაჭანტირაძე.

   

ქართველი ჟურნალისტი და ფოტოკორესპონდენტი ბადრი ვადაჭკორია 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში დაიბადა.

ჟურნალისტურ საქმიანობას 1971 წლიდან ეწეოდა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში და რამდენიმე გაზეთის სპეციალურ კორესპონდენტად. 1994-1998 წლებში დიპლომატიურ სამსახურში მოღვაწეობდა.

ვადაჭკორია 25 ფოტოკრებულისა და 6 წიგნის ავტორია. მისი ნამუშევრები საქართველოსა და ქართველი ხალხის ცხოვრებას ასახავს.

2003 წელს მას საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა, 2005 წელს კი „ოქროს ფრთის“ ლაურეატი გახდა. 2022 წელს ბადრი ვადაჭკორია თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.