პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოფო ბედიას ორი ვაჟი ჰყავს, 14 წლის ნიკოლოზი და 4 წლის ანდრია.
როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, უფროსი ვაჟი დედის პოპულარობასა და მოუცლელობას აპროტესტებს და თავისი პატარა ძმისგან განსხვავებით, ნაკლებად გულშემატკივრობს მომღერალ დედას.
სოფო ბედია: 4 წლის ანდრია ჩემი დიდი გულშემატკივარია. როცა სადმე ვმღერი, ვიდეოს მიღებს და მერე მესენჯერში მიყრის, გიყურეო. მაფასებს და მგულშემატკივრობს. უფროსი, 14 წლის ნიკოლოზი ჩემ ძმას, ბორიკოს გულშემატკივრობს. ჩემს კონცერტებს არ უყურებს, ვფიქრობ, პროტესტი აქვს. პატარა რომ იყო ჩემი დეფიციტი ჰქონდა. ბავშვებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია დედის დანაკლისი. ამიტომაც არ იმჩნევს ჩემს საქმიანობას. მაგრამ ძალიან წესიერი და კარგი ადამიანია. არის ძალიან ზრდილობიანი და ვამაყობ მისით.
ახლა ჩემი საბავშვო სტუდიაა ჩემი ძირითადი საქმიანობა. ჩემი მეორე ოჯახია. თბილი, ტკბილი ურთიერთობა მაქვს ჩემს ბავშვებთან. ბევრი მოსწავლე მყავს და დიდი აზარტია ბავშვებს რომ ცოდნას და გამოცდილებას გადასცემ. კარგად რომ მღერიან და შედეგს რომ ვხედავ, ბედნიერებისგან რა მემართება, ვერ აგიწერთ. ცრემლიც მადგება, ბურძგლიც მაყრის. მიხარია და მომავალ თაობას ვგულშემატკივრობ.
- მიშა, როგორ არის? ვარჯიშობს?
- (იცინის) გადაწყვიტა, რომ აღარ ივარჯიშოს. თავისი ვარჯიშით დამანახებდა, ნახე, ვხდებიო. მიშას, სამწუხაროდ, ძალიან უყვარს ჭამა. სამწუხაროდ, არა, მეც მიყვარს ჭამა, ვის არ უყვარს?! მაგრამ მიშას ტკბილეული და ცომეული ძალიან უყვარს. ორ მეტრიანი კაცია და უნდა ჭამოს, მაგრამ ბალანსის დაჭერა უჭირს. უკვე აღარ ვეჩხუბები, აზრი არ აქვს.
მე არ ვვარჯიშობ. რეჟიმიდან გამომდინარე ამის დრო არ მაქვს. ერთხელ რომ დაიწყებ, მერე სულ უნდა ივარჯიშო. მირჩევნია დიეტებით შევინარჩუნო ფორმა. თუმცა ეს სწორი მიდგომა არ არის.
გირჩევდით სწორ კვებას, მოხარშულ ან გრილზე შემწვარ საკვებს. ცომი და შაქარი ამოღებული მაქვს რაციონიდან. ექვსი საათის შემდეგ გამორიცხულია აირანისა და მაწვნის გარდა რამე შევჭამო. იშვიათად ვჭამ შავ შოკოლადს. წყალი აუცილებელია...