1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მწერლის, ჯუმი ბელოს სადებიუტო წიგნის, The Leaving-ის გამოცემაზე უარი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო უთხრეს: ის პლაგიატი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ონლაინ პლატფორმა Lit Hub-ზე ამ გამოცდილების შესახებ ბელოს ესე, სახელად "ჩემი სადებიუტო წიგნის ნაწილი პლაგიატია" გამოქვეყნდა. ესემ წიგნის ბედი გაიზიარა - ის პლაგიატის გამო საიტიდან წაშალეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„დღეს დილით Lit Hub-ზე ჯუმი ბელომ ძალიან პირადული ესე გამოაქვეყნა სადებიუტო წიგნის წერის, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების, იმ წნეხის, რომელსაც ახალგაზრდა ავტორი წიგნის გამოქვეყნების დროს განიცდის და პლაგიატის შესახებ. მონათხრობში არსებული შეუსაბამობების და, რაც მთავარია, პლაგიატის კიდევ ერთი ინციდენტის გამო, ესე ჩვენი საიტიდან წავშალეთ", — ვკითხულობთ Lit Hub-ის განცხადებაში.
ესეში ბელო წერდა, რომ უნდოდა, ორსული შავკანიანი ქალის შესახებ წიგნის წერა მალე დაესრულებინა. რადგანაც თავად ორსულად არასდროს ყოფილა, მისი თქმით, წყაროები მოიშველია. ბელოს თქმით, იმდენად გადაღლილი და გამოუძინებელი იყო, რომ ყველაფერზე იყო წამსვლელი, რასაც ახლა არ ამართლებდა.
როგორც ჩანს, ავტორი პლაგიატის შესახებ ესეს წერის დროსაც საკმაოდ გადაღლილი იყო.